logo
ENG



მედვედევი კვლავ საუბრობს "მიზეზებზე", რაც, მისი თქმით, ზრდის ბირთვული ომის ალბათობას

12 მაი 202214:23
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კვლავ ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრობს და ასახელებს მიზეზებს, რაც ზრდის მის ალბათობას.

მედვედევის თქმით, NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ჯარების გადამზადება და დაქირავებული სამხედროების გაგზავნა ზრდის რუსეთთან პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას.

 „უცხოელი ანალიტიკოსების მხრიდან დაუსრულებელი საუბარი NATO-ს რუსეთთან ომზე არ ცხრება. მეტიც, დასავლური „მოლაპარაკე თავების“ ცინიზმი სულ უფრო მკვეთრი ხდება. ისინი მთელი ძალით ცდილობენ დღის წესრიგში შემოიტანონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი აშინებს მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით. ტრამპიც კი გამოძვრა რამდენიმე დღის წინ ამ თემით. მართალია, გასაგებია, ბაიდენის ჯინაზე. და რა თქმა უნდა, ევროპელები წვრილი ხმით ღრიალებენ.

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთთან გაჩაღებული მარიონეტული ომის კონტექსტში, მსურს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩამოვთვალო ის, რაც უკვე ასე აშკარაა ყველა გონიერი ადამიანისთვის.

NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით გამოტუმბვა, მისი ჯარების მომზადება დასავლური აღჭურვილობის გამოსაყენებლად, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა და წვრთნების ჩატარება ალიანსის ქვეყნების მიერ ჩვენს საზღვრებთან, ზრდის NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას. ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი“, - წერს მედვედევი Telegram-ზე.


close დახურვა